მემინგენის აეროპორტში WISS-IAR-ის მიერ მოტყუებული 180 ქართველი დახმარებას ითხოვს

დავით ცხვარაძე

მემინგენის აეროპორტში ავიაკომპანია “wiss-iar”-ის მიერ მოტყუებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ისინი ყვებიან, 19 აგვისტოს, 20 საათსა და 50 წუთზე ქუთაისის მიმართულებით მემინგენიდან ფრენა ჰქონდათ, მგზავრებმა რეგისტრაცია ჩვეულებრივ წესის სრული დაცვით გაიარეს, ჩაურტყეს ბეჭედი და ჩასხდომას დაელოდნენ, მომენტალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი თვითმფრინავი ნახევარი საათით იგვიანებდა და ჩასხდომა გადადებული იყო. ფრენის გადადების მიზეზი კი მგზავრებისთვის არ აუხსნიათ.

“მალევე გავრცელდა მეორე ინფორმაცია, რომ ჩასხდომა ისევ გადაიდო 1საათით. მიზეზი ისევ არ უცნობებიათ. სანამ ეს ხდებოდა ამავე აეროპორტიდან გაფრინდა თვითმფრინავი Sofia-ს მიმართულებით. ცოტა ხანში კი გავიგეთ, რომ რეისი საერთოდ გადაიდო , როდემდე და როგორ არ ვიცოდით, მხოლოდ ეს გვითხრეს. -ჩაბრძანდით, აიღეთ თქვენი ბარგი და იქ აგიხსნიან ყველაფერსო. როცა ქვემოთ ჩამოვედით, საპასპორტოში შეგვიშვეს და ჩარტყმული ბეჭდები გაგვიუქმეს. მგზავრები ამბობდნენ მიუნხენში მივყავართ ავტობუსით და იქედან გავფრინდებითო. მაგრამ ესეც მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდა. რეისის გადადების მიზეზი თავიდან უცნობი იყო. მალევე გავიგეთ, რომ ჩვენი თვითმფრინავი უამინდობის გამო ვერ დაფრინდა მემინგენში და მიუნხენში დაჯდა. ხალხი პანიკამ მოიცვა როცა გაიგეს, რომ ბილეთებიც გაგვიუქმეს და უპატრონოდ დაგვყარეს. თავიდან არ დავიშალეთ, სად არ დავრეკეთ, ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. აქ კი გვეუბნებოდნენ, რომ ეს მათი პრობლემა არაა. გვითხრეს, რომ ბილეთი თავიდან უნდა შეგვეძინა ჩვენი ხარჯით. ისიც გვითხრეს სასტუმროში წაბრძანდით თქვენი ხარჯებით და ბილეთს ჩვენ აგინაზღაურებთო, ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ აქ ამბავი არ აგვეტეხა. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ უშედეგოდ. აქვეა გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც ყველაფერს ცდილობს რომ დაგვეხმაროს .

აეროპორტში კი გვეუბნებიან, რომ არ ჰყავდათ wizz-iar-ის წარმომადგენელი.(ამიტომ ეს ჩვენი საქმე არააო ) უშედეგოდ ვიცდიდით რამოდენიმე საათი. არანაირი იმედი არ მოუციათ. ჩვენ მაინც არ დავიშალეთ, მგზავრების უმრავლესობაა აქაა, არიან პატარა ბავშვებიც, აქ სძინავთ და ელოდებიან გათენებას იმ იმედით, რომ დილით რამეს მოგვიხერხებენ. დაგვპირდნენ უფასო საჭმელს- სასმელს და დასაძინებელ ადგილებს, მაგრამ… სასმელ წყალზე კი ის გვითხრეს, ტუალეტის წყალი ჩვეულებრივად ვარგისიანია და ჩვენც მაგას ვიყენებთო. ასე რომ პატრონი ჯერჯერობით არ გვყავს, იმედია ვინმე გვიშველის და დაგვაბრუნებს ჩვენს სამშობლოში”- აცხადებს მემინგემში მყოფი ნათია კალანდაძე.

შეგახსენებთ : მგზავრების განამრტებით აეროპორტიდან სხვა ავიაკომპანიები რეისს ასრულებენ და ეჭვი აქვთ, რომ მათი რეისი არათუ გადაიდო, არამედ გაუქმდა. მგზავრებს აეროპორტის შენობის დატოვებას ამდროისათვის პოლიცია სთხოვს.