თანაინვესტირების ფონდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას პასუხობს:

დღეს (26.04.2017) ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თანაინვესტირების ფონდი და ეგრედწოდებული პროექტი “პანორამა თბილისი” დაუკავშირა კანონპროექტს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. თითქოს კანონპროექტში ნახსენები სტაციონარული საბაგირო მოწყობილობების მონტაჟის რეგულაციები დაკავშირებულია თანაინვესტირების ფონდის პროექტის განხორციელებასთან.

ეგრედწოდებული “პანორამა თბილისი” წარმოადგენს კერძო საინვესტიციო პროექტს და თანაინვესტირების ფონდი უარყოფს ყოველგვარ კავშირს ზემო აღნიშუნლ კანონპროექტთან და არ აპირებს მომავალში მის გამოყენებას. თანაინვესტირების ფონდი მოუწოდებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, მსგავსი უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებმდე მიმართონ თანაინვესტირების ფონდს ან კანონმდებლებს, გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე, რათა თავი აარიდონ ცრუ ბრალდებების გავრცელებას და მეტი პროფესიონალიზმით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობასა და სხვა ორგანიზაციების რეპუტაციას.