ონიანი: ირაკლი ჩხვირკიას ორგანიზატორობა არაფრით არ არის დამტკიცებული!

ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, რომლის თანახმადაც ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათი შეფასებით, პროკურატურის ის არგუმენტი, რაც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გაითვალისწინა, აბსურდულია.

ბრალდებამ დაკავებულებისთვის პატიმრობა მოწმეებზე ზეწოლის პრევენციის მოტივით მოითხოვა.

„ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. არც ერთი რეალური საფუძველი იმისა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებოდა პატიმრობა ირაკლი ჩხვირკიას უბრალოდ არ არსებობს ამ საქმეში. ირაკლი ჩხვირკიას ორგანიზატორობა არაფრით არ არის დამტკიცებული,“-აცხადებს ადვოკატი გოგა ონიანი.