ღოღობერიძის მტკიცებით პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატები დღეს ბათუმის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, რომლის თანახმადაც ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათი შეფასებით, პროკურატურის ის არგუმენტი, რაც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გაითვალისწინა, აბსურდულია.

ბრალდებამ დაკავებულებისთვის პატიმრობა მოწმეებზე ზეწოლის პრევენციის მოტივით მოითხოვა.

მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით კი,  კონკრეტული პირების დასახელების სანაცვლოდ პროკურატურამ მას საპროცესო გარიგება შესთავაზა. სახალხო დამცველის აპარატმა ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა უკვე დაიწყო.

„სასამართლომ გვერდი აუარა საპროცესო ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას და იმ ცალსახად არსებულ გარემოებებს, რაც სახეზე იყო და რაც არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა აღკვეთის ასეთი მკაცრი ღონისძიების შეფარდებას“-განაცხადა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.