გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენით

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით გაზის ტარიფი გაიზრდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენით გაიზრდება მომხმარებლებისთვის გადასახადი. სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, აღნიშნავს, რომ კომპანიებმა კომისიაში სატარიფო განაცხადი უნდა წარადგინონ.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი ტარიფების ზრდას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ.

გაზის მიმწოდებელ 4 კომპანიას უკვე აქვს სემეკში შეტანილი განაცხადი, მათ შორის, ყაზტრანსგაზს და სოკარ გაზს. ამ დროისთვის სემეკს უკვე დაწყებული აქვს სატარიფო პოლიტიკის გადახედვა, თუმცა კონკრეტულად როდის აისახება სემეკის დასრულების შემდეგ გაირკვევა. სემეკს გადაწყვეტილების მისაღებად 150 დღე აქვს.