„პუტინის ცხვირწინ“ გაშლილი პლაკატის შემდეგ ახალი ლოზუნგი-“მოგვბეზრდი!”-რა ხდება კრემლში…

რუსი პოლიტიკური მიმომხილველი და ჟურნალისტი ალექსანდრე სოტკინი ამბობს, რომ კრემლში გადატრიალებისთვის ყველაფერი მზადაა, ოღონდ შესაბამის დროს ელოდებიან. მისივე თქმით, გადატრიალების შესახებ იცის პუტინმა და ამისთვის ემზადება, როსო გამოხატულებაცაა რუსეთის სპეცარმია 450 ათასი სპეციალურად გაწვრთნილი და შეიარაღებული სპეცრაზმელით.

პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ პირველი პროტესტები, რომელიც ხალხს გარეთ გამოიყვანს, პირველად იქნება მცირერიცხოვანი, შემდეგ კი გაიზრდება.

სოტკინის სიტყვები თითქოსდა მართლდება, საკმაოდ ცხელი 26 მარტი უკვე გადაიარა რუსეთმა, როცა აქციები დაიწყო, მაგრამ გაგრძელება ვერ ჰპოვა და მხოლოდ მასობრივი დაკავებებით დაამახსოვრდა საზოგადოებას.

დღეს რუსეთის დიდ ქალაქებში ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაარსებული ოპოზიციური მოძრაობა ღია რუსეთი იყო.

მოგვბეზრდი! – ამ ლოზუნგით გამოვიდნენ დემონსტრანტები ქუჩებში და ითხოვდნენ, რომ ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა აღარ წამოაყენოს.

არასანქცირებულ აქციას პეტერბურგსა და კემეროვოში მასობრივი დაკავებები მოჰყვა. სამართალდამცველებმა 150-მდე ადამიანი დააკავეს.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის გენპროკურატურამ მოძრაობა ღია რუსეთიარასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა, ძალოვანებმა კი მოსკოვის ოფისში ჩხრეკაც ჩაატარეს.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ აქციას წინ უძღვოდა აქცია „სიკვდილი კრემლისტ ოკუპანტებს“, რომლის დროსაც პირველად ამდენი ხნის მანძილზე მოსკოვის ქუჩებში, კრემლის წინ, პირდაპირ „პუტინის ცხვირწინ“ გაშალეს ეს ლოზუნგი.

თუ რუს პოლიტოლოგებს დავუჯერებთ, კრემლის ზედა ეშელონები ჯერ კიდევ დგანან,  ზურგს იმაგრებენ ომონის კედლით და რუსული არმიით. ასე რომ, ჯერ ზედა ფენები ინარჩუნებენ ერთობას, ოსტანკინოს ანძიდან პროპაგანდაც ისევ ისმის, მარტალია ისეთი შხამით აღარ, მაგრამ მაინც ჩანს. მათი მიზანია ახლა ხალხი რაც შეიძლება დიდი ხნის მერე მიხვდეს, რომ საქმე ცუდადაა და კრემლში ყველაფერი მზადაა გადატრიალებისთვის.