„აღშფოთებას ვერ ვფარავდით,როცა შევიტყვეთ,რომ ეს უნიკალური ტყეებიც მრავალი ათეული წლითაა გასხვისებული…“

თემურ შაშიაშვილმა აღშფოთებულმა მოგვაწოდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია მოჭრილი ხეები და გასხვისებული ტყე იმერეთში.

-დაუვიწყარი ორი დღე მთაში-ზეკარზე გავატარეთ. ბედნიერი ვარ,რომ ეროვნული კაცები გავიცანი,მართლაც, მაგარი ბიჭები – “მთის  კაცები”, საქვეყნოდ მომართულნი…შედგა დიდი საუბარი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.

აღშფოთებას ვერ ვფარავდით,როცა შევიტყვეთ,რომ ეს უნიკალური ტყეებიც,ისე როგორც სამეგრელოს,მცხეთა-თიანეთის,სვანეთის,რაჭა-ლეჩხუმის-მრავალი ათეული წლითაა გასხვისებული,ძირითადში ჩინელებზე…ვნახეთ მოჭრილი ხეები, მთელი ინდუსტრია აქვთ ამუშავებული, გაჩუმება უკვე დანაშაულის ტოლფასია!“-გვითხა შაშიაშვილმა.

დეტალები მალე, გადაცემაში „თქვენი სათქმელი“