აშშ გეგმავს ევროპიდან ავარეისებით ნოუთბუქების შემოტანის აკრძალვას

Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკა გეგმავს გაამკაცროს და რიგ შემთხვევაში აკრძალოს ნოუთბუქების ავიარეისებით ქვეყანაში შეტანა. ეს შეეხება ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა United Airlines, Delta Air Lines и American Airlines.

როგორც მედიასთან წყარო აცხადებს, აშშ-ს უსაფრთხოების სამსახური უახლოეს ხანებში გააკეთებს განცხადებას ნოუთბუქების ევროპიდან შემოტანის აკრძალვაზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ელექტრონული მოწყობილობების ქვეყანაში შემოტანას დიდი ბრიტანეთიდან აკრძალავს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ამერიკის სპეცსამსახური ვარაუდობს, რომ ტერორისტები ასაფეთქებელ ნივთიერებას ნოუთბუქში მალავენ, რომელსაც აეროპორტის სკანერი ვერ ხედავს. ალბათ სწორედ ეს ვარაუდი გახდა მარტის აკრძალვის მიზეზი, რომლის თანახმად თბითმფრინავში ტექნიკის შეტანა იკრძალებოდა.

იხ ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a8-%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d/