გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ს ხაზინის მდივანს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანს, სტივენ მნუჩინს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოითქვა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

ამერიკის სახელმწიფო ხაზინაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.