წიგნად წარმოდგენილი დოკუმნეტები, რომლებიც შსს არქივში გრიფით საიდუმლოდ ინახებოდა

წალენჯიხის ბიბლიოთეკის ბაღში , ღია სივრცეში თამარ ბელქანიას წიგნის წარდგინება შედგა.

თამარ ბელქანია წარმოშობით წალენჯიხელია და ის თბილისის სახლმიწფო უნივერსიტეტში მედიის მიმართულებაზე ასწავლის.

წიგნში წარმოდგენილია დოკუმნეტები, რომლებიც 70 წლის განმავლობაში საქართველოს შსს არქივში გრიფით საიდუმლოდ ინახებოდა. ეს არის პირველი მცდელობა სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდეს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას ეპოქა გავიაზროთ და მას პოლიტიკური შეფასება მივცეთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ  შეხვედრას ყველა თაობის ადამიანი ესწრებოდა და შედგა დისკუსია თაობებს შორის. სიტყვით გამოვიცდნენ წალენჯიხის საპატიო მოქალაქეები ,თამარის სტუდენტები და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სწორედ განათლება და წარსულის გააზრებაა სამომავლო ორიენტირის დამსახველი.

GMTV თამარ ბელქანიას დაუკავშირდა.  აქვე გეტყვით, რომ თამარი ტელეკომპანიის გადაცემის „პოლიტიკური მატრიცის“ ავტორი და წამყვანია.

-ყველამ იცის სამეგრელო როგორ მიყვარს და განსაკუთრებით წალენჯიხა ჩხოროწყუ.
სულ მეუბნებოდნენ მეგობრები, რომ იქ ჩემი წიგის პრეზენტაცია მომეწყო და ეს დღეც დადგა.
აუდიტორიის წინაშე ღელვა არ მახასიათებს-პირიქით როცა ვხედავ რომ მისმენენ სამყარო მავიწყდება და მხოლოდ თემა მახსოვს.

-ღელავდი?
– კი ვღელავდი, რადგან არ იყო ჩვეულებრივი აუდიტორია, აქ ბაბუას მამას ჩემი და დათუნას მეგობრები-ოთხი თაობა მისმენდა.
წიგნი, რომლის შესახებაც მეგობრებმა იციან ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია, რადგამ ეს არის თემა რომელიც მაინტერესებს-ქვეყნის მენტალური დეოკუპაცია, საარქივო მასალებით ალტერნატიული უახლესი ისტორიის წარმოდგენა და ბოლშევიზმის როგორც ეპოქის პოლიტიკური შეფასება.

-თავად შეხვედარაზე რას იტყვი?

-ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრა ბიბლიოთეკის ეზოში, ღია ცის ქვეშ, ჩვენ პატივი მივაგეთ შატილში გარდაცვლილ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ უპასუხიმგებლობა ღუპავს და კლავს სიცოცხლეს.
წიგნის წარდგინების შემდეგ ჩემთვის საპატივცემულო ხალხი დისკურსში შემოვიდა.სიტყვით გამოვიდნენ; ზაურ გვასალი სამედიცინო ელიტის წარმომადგენელი, ასევე ექიმი მერაბ შონია, ასმათ კვარაცხელია ფილოლოგი, გურამ ბელქანია ჟურნალისტი და ჩემი კოლეგა, ბადრი ბობოხია სკოლის დირექტორი, მერაბ მორგოშია, ჩემი სტუდენტი მარიამ გვარამია…შეხვედრა ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ნუნუ შანავამ გახსნა.
იყო კითხვები მოსაზრებები და შევთანხმდით რომ განათლება მნიშვნელოვანია, რეალური ისტორიის შესწავლა კი აუცილებელი იმისათვს რომ გავიაზროთ საიდან მოვდივართ, სად მივდივართ და რა არის ჩვენი სამომალო ორიენტირები. ითქვა ისიც, რომ მსგავსი შეხვედრები აუცილებელია არა მხოლოდ თაობათა დიალოგის არამედ უბრალოდ იმისათვის რომ გავარკვიოთ რა არის დღეს ნაციონალური იდეა და რაზე გადის ქართველთა იდენტობა.მეტიც ითქვა, რომ სასურველია შეიქმნას გარკვეული სათათბიროს ტიპის სივრცე სადაც ამ თემებზე საუბარს გავაგრძელებდით. იყო საუბარი სტალინზე ბერიაზე, აფხაზეთზე განათლების პოლიტიკაზე უნივერსიტეტის შექმნაზე, ილიას მკვლელობაზე ….მოიდანახის პირველ ქართულენოვან სკოლაზე, რომელიც ერასტი როდონაიამ გახსნა…

და მაიც, როგორია შთაბეჭდილებები?

-მოკლედ რომ ითქვას სავსე ვარ შთაბეჭდილებებით და მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო გამონახა და მოვიდა.
წალენჯიხა არის ადგილი სადაც უბრალოდ კარგად ვგრძნობ თავს. ხოლო ეს ხალხი ემოციურად მტვირთავს და მაცოცხლებელი ენერგიით მავსებს.

-თუ აპირებთ სხვა რაიონებშიც და შემდეგ თბილისშიც წიგნის პრეზენტაციას?

-თბილისში იყო უკვე პრეზენტაცია, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა წიგნს, სულ რამდენიმე ცალიღაა დარჩენილი, კიდევ რომ ჩაეშვება დასაბეჭდად და ახალი ტირაჟით გამოვა, მერე სხვაგანაც ვფიქრობ პრეზენტაციას.