საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის სამდღიანი ოფიციალური  ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. ქართული მხარე ვიზიტით კმაყოფილია, რადგან ამერიკამ საქართველოს ყველა სახის მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით.   გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, სენატორებს, კონგრესმენებს.  ორმხრივმა შეხვედრებმა ცხადყო, რომ ამერიკა საქართველოს სანდო პარტნიორად მოიაზრებს.  როგორც მხარეები შეთანხმდნენ, საქართველოსა და ამერიკას შორის იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობები.