“ყოველგვარი პარტიულობის გარეშე უნდა გამოვიდეთ პროტესტით და ახლავე!”

F-news

გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)

 შავგულიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ქუჩაში უნდა გამოვიდეთ!

მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლებას აკანონებენ კონსტიტუციით.

რად გინდათ რამე, ან განათლება, კარგი სამსახური, ოჯახი, შვილები, თეატრი, კინო, სპორტი , მუსიკა, საქმე თუ უსაქმურობა, თუ ფეხის დასადგმელი მიწა კი არა, დასასაფლავებელი მიწაც აღარ დაგრჩათ.
თუ გაქვთ და მაგის გაყიდვასაც გაიძულებენ მალე და მიცვალებულებსაც ამოგიყრიან საფლავებიდან, თუ იმ მიწას დაადგა თვალი ვინმე უცხოელმა.
დღეს არ დაწყებულა ეს.

ჯერ კიდევ, 2014 წლის დეკემბერში გაუქმდა მორატორიუმი და უცხოელებს მიწის განუსაზღვრელი რაოდენობით შესყიდვის უფლება მიეცათ.

ხო, რად გვინდაო, მიწის დამმუშავებელი არავინააო და უცხოელებისგან ბიუჯეტი მაინც შეივსებაო. და ბიუჯეტი თუ არ შეივსო, ხელფასები და დანამატები როგორ გამოიწერონ?

არადა, ამათ რომ კითხო, დიდი რეფორმები აქვთ სოფლის მეურნეობაში გატარებული. ან როდის ფიქრობდნენ რეფორმებზე, თუ ჯერ კიდევ 2013 წლის გაზაფხულზე, ჯერ კიდევ პრემიერი იყო ივანიშვილი, რო ამბობდა – უცხოელებზე ნუ გექნებათო გართულება, უნდა მივესალმოთო მიწას თუ უცხოელები შეისყიდიანო, გადასარევი ამბავიაო ეგ და ამას ამბობდა მაშინ, როცა ათასობით ჰექტარი უკვე წინა ხელისუფლების დროს იყო გაყიდული ჩინელებზე, ინდოელებზე, არაბებზე ..

ახლა, ეს პროცესი მიწის კანონის კონსტიტუციაში ასეთი სახით შეტანისას უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება და რა ჯანდაბად გვინდა მართლაც რამე, თუ მიწა გამოგვაცალეს ფეხქვეშ და რუსის ავტომატით კი არა, უკვე ქართული კანონით.

ქუჩაში უნდა გამოვიდეთ!
და ყოველგვარი პარტიების და პარტიულობის გარეშე.
უნდა გამოვიდეთ პროტესტით და ახლავე!
სანამ უცხოელებზე მიწის გაყიდვის უფლებას კონსტიტუციით გაწერენ ძაღლისგაგდებულები.
ქუჩაში უნდა გამოვიდეთ და ახლა!
ათი წლის მერე, მართლა ქუჩაში რომ არ ვიცხოვროთ!