13 მაისს “ახალი ღვინის ფესტივალი” იხსნება

13 მაისს, შაბათს, 12.00 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ახალი ღვინის ფესტივალს” საზეიმოდ გახსნის

საქართველოს “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, რიგით მე-8 “ახალი ღვინის ფესტივალი” თბილისში, მთაწმინდის პარკში ჩატარდება. (შადრევნის მოედანი).
მცირე ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები  საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

პროგრამა:

11:00 ფესტივალის დაწყება

11:30 მუსიკა: ნალი ბენდი

12:00 ფესტივალის საზეიმოდ გახსნა, ქვევრის გახსნა

12:30 მუსიკა: დიდგორი

13:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

13:15 ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე ოჯახური მარნების დაჯილდოვება

13:30 ხონის სასულე ორკესტრი

13:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

14:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:00 მუსიკა: ნალი ბენდი

14:30 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

14:30 ხონის სასულე ორკესტრი

15:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

15:30 ღვინის კლუბის ჯილდო „ელიბო“-ს საზეიმო გადაცემა ღვინის კომპანიებისთვის.

15:30 მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი

16:10 ღვინით სავსე კასრის გათამაშება

17:30 მუსიკა: დიდგორი

18:00 ფესტივალის დახურვა.