„თბილისი პრაიდი” დღეს დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება

„თბილისი პრაიდი” აცხადებს, რომ დღეს, 20:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ მდუმარე აქციას უერთდება და მოუწოდებს ყველას, ვინც 5 ივლისის „ღირსების მარშზე” მისვლას გეგმავდა, შეუერთდნენ აქციას.

“5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში სამწუხაროდ ვერ გავმართეთ. Სახელმწიფომ არ უზრუნველყო ადამიანების უსაფრთხოება და არ დაგვიცვა მოძალადე ჯგუფებისგან. შედეგად, ჩვენ მოგვიწია მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება.

გუშინდელი დღე ძალიან რთული იყო ქართული დემოკრატიისთვის. Სიძულვილის ჯგუფებმა იძალადეს ჟურნალისტებზე, მთელი თბილისის მასშტაბით გვდევნიდნენ სამოქალაქო აქტივისტებს და ანგრევდნენ სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტს.

Ჩვენ გვჯერა, რომ Გუშინდელი ძალადობების სერია წარმოადგენს საფრთხეს სახელმწიფოსთვის! Ძალადობის ის მასშტაბები, რასაც გუშინ თბილისში ჰქონდა ადგილი, საჭიროებს მყისიერ რეაგირებას მთელი საზოგადოების მხრიდან”, – წერია მათ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქცია დაანონსდა.