„ტაოში თითქმის ბოლომდე დაიწვა 190 კომლიანი სოფელი“ – შემზარავი ხანძარი ისტორიულ მხარეში

რონდელის ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციით, ტაოში სოფელი სრულად დაიწვა.

„სამწუხაროდ, დღეს ტაოში თითქმის ბოლომდე დაიწვა 190 კომლიანი სოფელი ჰემრუთი (ახლანდელი სახელი დერეიჩი) თავისი ძველი ხის სახლებით. ეს ლამაზი სოფელიც უკვე ისტორიის ნაწილად იქცა…“, – წერს მკვლევარი სოციალურ ქსელში.