კრისტიან დანიელსონი – ვაგრძელებთ მუშაობას, ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის

ვაგრძელებთ მუშაობას. ვფიქრობ, ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

„დღეს ბევრი ვიმუშავეთ“, – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მედიატორის მონაწილეობით ჩატარდა.