“კონსტიტუციით ყველას გარანტირებული აქვს მსვლელობის თავისუფლება”

ელა ალავერდაშვილი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული მარშის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მოკლე სტატუსით აფასებს და წერს:

-“ორიოდე სიტყვა მეც მინდა ვთქვა “ქართული მარშის” შესახებ. დემოკრატია, რომელიც ჩვენში ზოგ-ზოგებს დამახინჯებულად ესმით, გულისხმობს მოსაზრებათა და პოზიციათა მრავალფეროვნებას.

კონსტიტუციით ყველას!!! გარანტირებული აქვს გამოხატვის და მსვლელობის თავისუფლება და უფლება. მორჩა, წერტილი! ეს არის დემოკრატია!”