ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ

ევროპის ჩემპიონმა ნანა ძაგნიძემ კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩი  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართა.ღონისძება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა.

“დღეს მნიშვნელოვანი და ამავდროულად,ძალიან საინტერესო ამბის მომსწრენი  ვართ.ქართული სპორტის ისტორიაში პირველად მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღმდეგ თამაშობს.მსურს მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების მესვეურებს,ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს გია გიორგაძეს,ქალბატონ ნანას,უნივესიტეტის ხელმძღვანელობას და ყველას,ვინც ზრუნავს მომავალი თაობის განათლებასა და წინსვლაზე.”- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ღონისძიებაზე   პროექტი “ითამაშე ჭადრაკის” პრეზენტაცია შედგა.რომელიც მიზნად ისახავს  სკოლებში,მოზარდებში ჭადრაკის პოპულარიზაციას . უნივერსიტეტიBTUდაHPგახდნენსაქართველოსჭადრაკისფედერაციისპარტნიორებიდაერთობლივადუზრუნველყოფენეროვნულინაკრებისმომზადებასსაჭიროტექნოლოგიებით.

ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეთამაშათ ჭადრაკი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულ ნაკრების წევრებთან.

softline da ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა  ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცა.