საქართველო-სომხეთის საზღვართან სასტიკ რეალობას გადავაწყდი…

დავით ცხვარაძე

დღეს, საქართველო_სომხეთის საზღვართან მოგზაურობისას სასტიკ რეალობას გადავაწყდი. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ალბათ ვერავინ დამაჯერებდა , რომ 21-ე საუკუნეში ადამიანები ასეთ პირობებში ცხოვრობენ. სოფლის მაცხოვრებლები თავის ყოფას ცხოვრებას არ ეძახიან და ამბობენ, რომ თვიდან თვემდე მხოლოდ არსებობენ . ისინი იმ დღეს წყევლიან, როცა დედამ ამქვეყნად გააჩინა, რადგან მათივე თქმით, მას მერე არცერთ ხელისუფლებას ისინი არ გახსენებია.

ინტერვიუზე რამდენიმე მათგანი დავითანხმე, თუმცა ფოტოების გადაღების უფლება არცერთმა არ მომცა- გვრცხვენია, პაპუასებს ვგავართო… ყველა მათგანმა მთხოვა, იქნებ სახელმწიფოს ჩვენი არსებობა გაახსენოთ , თორემ უკვე ახალი დღის გათენება გვეზარებაო…

ეზარებათ იმის გამო, რომ მათი თქმით, თითოეული დღე ტანჯვით იწყება. სოფლებში მეცხოველეობაა გავრცელებული, ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, გაგიკვირდებათ და დღეს როცა ხელისუფლება სხცადასხვა სამომავლო პერსპექტივებს სახავს, აქ მცხოვრები ოჯახები საქონლის განავლით (ნაკელით) ირჩენენ თავს. პირუტყვის განავალს მთელი სეზონი აგროვებნ, და შემდეგ საცხოვრებელი სახლის, სარდაფებში, ეზოს კიდეებზე, ღობეებზე და სახლის სახურავებზე ალაგებენ, იმის მოლოდინში თუ როდის გახმება და და შეშის მაგივრობას გაუწევს. სოფლებში ხემცნარები თითქმის არ ხარობს, შესაბამისად, ხილიც არ არის. ძალიან იშვიათად თუ შეგხვდებათ მცენარე რომელიც ადამიანის საკვებად გამოდგება. სოფლებში არ არსებობს ბუნებრივი აირი, სასმელი წყალი და სავალი გზა, მოსახლეობა წვიმის წყლით მარაგდება, სწორედ ეს სოფლებია სადაც მზის ამოსვლა არ უხარიათ. რადგან იმის იმედით არიან, რომ დილით გაწვიმდება და ახალ სასმელ წყალს აიღებენ, საქართველო_სომხეთის საზღვართან არსებულ სოფლებში არ არსებობს სკოლა, ბაღი, და არანაირი საგანმანათლებლო დაწესებულება… და ცხოვრობს უკიდურესად გაჭირვებული ხალხი რომელსაც ყოველგვარი იმედი გადაეწურა.

სოფლის რეალობა ფოტოებზე აღვბეჭდე. თითქმის ყველგან საქონლის განავლის გახმობის პროცესი მიმდინარეობს, როგორც სახლის სახურავზე, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე .