სამტრედიის სოფლებში ვირუსს ებრძვიან

დავით ცხვარაძე

დაფნარი, აბანო, ნაწილოფეთი, ოფეთი, წიაღუბანი, თხილაგანი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც გაურკვეველმა ვირუსმა ღორების დახოცვა გამოიწვია.

ინფორმაციას ზემოთ სოფლების მაცხოვრებლები geomediatv.ge -თან საუბრისას ადასტურებენ. მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ სოფელში მსგავსი ვირუსი სხვა დროსაც გავრცელდა და მათ დახოცილი ცხოველების დამარხვა მოუხდათ.

შეგახსენებთ, რომ არსებულ სოფლებში მგლებიც ხშირად ჩნდებიან, რაც მათ დიდ პრობლემებს უქმნით.

„ჯერ მგლები მოგვადგნენ და შინაურ ცხოველებს ისინი გვინადგურებდნენ, ახლა ღორები დახოცა ამ ვირუსმა, არსებულ პრობლემებს ესეც დაემატა, სოფლის გამგებელი კი მანდამაინც ყურადღებას არ იჩენს”-აცხადებს სოფელ წიაღუბანის მკვიდრი.

როგორც აგვიხნეს, პრობლემების საქმის კურსშია გამგებელიც. ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ გამგეობა, ახლო მომავალში სამონადირეო ბრიგადის გამოყოფას და შინაურ ცხოველებზე მონადირე მგლების განადგურებას გეგმავს.თუმცა როდის იქნება  ეს ახლო მომავალი, ამ დრომდე უცნობია. სოფლებში კი ამბობენ, რომ  გამგებელი ფოცხვერიას წლის ბოლო კი რატომღაც არ ილევა…