“კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკავშირს გაყინოს ივანიშვილის გადამალული კრიმინალური მილიარდები ევროპის ბანკებში!”

შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის ლიდერი”

-“ოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული დიქტატურა თანდათანობით შედის უაღრესად საშიშ სტადიაში. რუსთავი2-ის ხელში ვერ ჩაგდება და ამ საქმეზე ევროპის სასამართლოს ვერდიქტი გახდა საფუძველი წუხელ, ევრომოსამართლე წოწორიას ოჯახში ჩხრეკის პროვოცირებისა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პირადი განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო.

ეს პროვოკაცია ფაქტობრივად დარტყმაა მთელს ევროპაზე სადაც გუშინ უვიზოდ გადაადგილების უფლება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს. ვგმობთ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას დღევანდელი რეჟიმისა და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ევროკავშირს გაყინოს ივანიშვილის გადამალული კრიმინალური მილიარდები ევროპის ბანკებში.