ნატოს მედლები რეინჯერებს

ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა.

ქართველ მშვიდობისმყოფელებს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულებისთვის ნატოს მედლები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იოჰან ლანგენეგერმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გადასცეს.

ცერემონიალს საერთაშორისო მისიის შტაბ-ბინის ხელმძღვანელი პირები და კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიაში ოქტომბრის თვიდან მონაწილეობს. ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.