ჩინეთში დანით შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოსწავლე მოკლა და 19 დაჭრა

ჩინეთში დანით შეიარაღებულმა პირმა შვიდი მოსწავლე მოკლა, 19 კი  – დაჭრა.

ჩინური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლისაა და სწორედ ის სკოლა აქვს დამთავრებული, რომელთა მოსწავლეებსაც თავს დაესხა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მსხვერპლთა უმრავლესობა გოგონაა, რომლებმაც შემთხვევის ადგილიდან სწრაფად გაქცევა ვერ შეძლეს.

თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციაში ამბობენ, რომ მას სკოლასა და სკოლის საზოგადოებაზე შურისძიება სურდა.