ცხრა ოთხის წინააღმდეგ! გორის საკრებულომ მანდატი გააუქმა

გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას მხარი დაუჭირა

9 ხმით 4-ის წინააღმდეგ – ქალაქ გორის საკრებულომ ქალაქის გაუქმებას და მის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანებას მხარი დაუჭირა.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, არ მიეღოთ გადაწყვეტილება ქალაქის გაუქმების სასარგებლოდ.

საბოლოოდ, საკრებულოს თავმჯდომარემ საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და 9 ხმით 4-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღეს. გაერთიანებას მხარი დაუჭირეს “ქართულმა ოცნებამ,” ირაკლი ოქრუაშვილის “ქართულმა პარტიამ” და რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა  “ეროვნულმა ფორუმმა”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა მისცეს.