ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით მოსახლეობამ ლაგოდეხის ცენტრთან დამაკავშირებელი გზაც გადაკეტა

რამდენიმე დღიანი უამინდობის შედეგად ყველაზე მეტად კახეთში ათი სოფელი დაზარალდა – განსაკუთრებით დიდი ზიანი მიადგა ლაგოდეხის რაიონის სოფლებს – საქობოსა და მშვიდობიანს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახელობაზე, რომელსაც მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, კომპენსაცია არ გაიცემა.

ადგილობრივები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

განადგურებულია სიმინდის ნათესები, ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურა. ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით მოსახლეობამ ლაგოდეხის ცენტრთან დამაკავშირებელი გზაც გადაკეტა.