საია: არ გასცეთ პირადი მონაცემები!

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ   სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მოქალაქეებთან მიდიან და პირად მონაცემებს სთხოვენ და არ აძლევენ განმარტებას თუ რისთვის სჭირდებათ ეს მონაცემები.  ნაცვლიშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს არ გასცენ საკუთარი პირადი მონაცემები.

საიას მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ პარტიების წარმომადგენლებს ან საჯარო მოხელეებს არ აქვთ უფლება მოქალაქეს ამგვარი ინფორმაციის გაცემა აიძულონ.

„ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არიან დევნილები და სოციალურად დაუცველები, რომელთაც აქვთ შიში, რომ თუ პირად მონაცემებს არ გასცემენ, მათ შეიძლება სოციალური დახმარება მოუხსნან. მოქალაქეს აქვს უფლება, ასეთი ინფორმაცია არ გასცეს და ვერავითარ შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეუწყვეტს”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარის დატოვება