შეტაკება ერევნის ცენტრში

სიტუაცია ისევ დაიძაბა სასომხეთში. ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დემონსტრანტები ცენტრიდან ერებუნის რაიონში გადაადგილებას ცდილობდა. პოლიცია კი ამის საშუალებას არ აძლევდა.

მანიფესტანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს რამაც შეტაკება გამოიწვია. მომიტინგეები ამ დროსითვის ცდილობენ თავისუფლების მოედანთან ახლო მდებარე პროსპექტით გადაადგლებას და პოლიცია ცდილობს მათ ხელი შეუშალოს.

ოპოზიცია ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და მათთან შეერთებისკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება