სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა…

“ქართული ოცნების” იმერეთის რეგიონის მაჟორიტარ კანდიდატებს უმრავლესობის დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე აფასებს და ამბობს, რომ სხვა არჩევანს მოელოდა.

,,ჩვენ ისეთ ასაკში არ ვართ, რომ გული დამწყდეს რამეზე, თუმცა მოველოდი სხვა არჩევანს და ამას მარტო ჩემზე არ ვგულისხმობ, თუმცა მსგავსი რაღაცეებიც ხდება. მე ბევრად მეტი შანსი მქონდა, ვიდრე დასახელებულ კანდიდატებს. შესაბამისად, რესურსებიც და შანსიც მქონდა, რადგან მე ძველი გვარდია ვარ ,,ქართული ოცნების“. სწორედ ის ვარ, რომელიც ალბათ პირველივე ტურში მოიგებდა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ. ისინიც ,,ქართული ოცნების“ წევრები არიან. მე ვერ ვხსნი პარტიის ლიდერების ამ გადაწყვეტილებას. კრიტერიუმები რაც არის, ათივე თითზე რომ ჩამოვთვალო, არც ერთი კრიტერიუმით ისინი ჩემზე უკეთესები არ არიან“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

კომენტარის დატოვება