ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან 4,7 მილიარდ რუბლს წლის ბოლომდე მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის ასისტენტმა, ვლადისლავ სურკოვმა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი წლის განმავლობაში აფხაზეთს ინფრასტრუქტურისთვის 4,7 მილიარდ რუბლს გამოუყოფს. სურკოვი იმედოვნებს, რომ ყველა პროექტი დროულად შესრულდება.

ცნობისთვის, ივნისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი აფხაზეთისთვის 1 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავდა, სავარაუდოდ აფხაზეთში ბოლო პერიოდში განვიტარებული მოვლენებისა და გარკვეული ძალების მიერ რუსეთისადმი ღად დაფიქსირებულმა უკმაყოფილებამ კრემლს გადაწყვეტილება შეაცვლევინა და თანხა გაზარდა.

კომენტარის დატოვება