დღეს ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

19 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართბა.

როგორც უკვე ცნობილია, ქართული მხარე შეხვედრაზე 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს, რომელსაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას სდებს ბრალად.

ცნობილია ასევე ისიც, რომ ქართული მხარე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხსაც დააყენებს. ასევე განიხილება სოფელ ქორდიდან ერთი თვის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილის მოძიების შესაძლებლობის საკითხიც.

დღის წესრიგში დგას ე.წ. საზღვრის მიმდებარედ ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის, საკუთარი ნაკვეთების უსაფრთხოდ დამუშავების საკითხი.

კომენტარის დატოვება