სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი დღეს დასახელდება

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 5-კაციანი სია, რომელიც მთავრობას წარედგინება, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. კონკურსის მესამე ეტაპი იუსტიციის სამინისტროში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გასაუბრება დღის განმავლობაში 11-მა პრეტენდენტმა უნდა გაიაროს.

კანდიდატები გასაუბრების მიმდინარეობას დადებითად აფასებენ და ყველა მათგანს იმედი აქვს, რომ მოხვდება იმ 5 ადამიას შორის, რომელიც კომისიამ უნდა გადაუგზავნოს მთავრობას და საბოლოო ჯამში და მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.