ყველა პენსიონერს 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი უნდა დაურიგდეს – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობა ახალი ინიციატივით გამოდის და ხელისუფლებას სთავაზობს, რომ საქართველოში ყველა პენსიონერს 100-ლარიანი სამედიცინო ვაუჩერი დაურიგონ. ამის შესახებ პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ისაუბრა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით აღნიშნული ვაუჩერი დაეხმარება პენსიონერებს, რათა კორონავირუსს მომზადებულები შეხვდნენ.

“ეს არ არის ძალიან დიდი ხარჯი სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვანი ერთჯერადი დახმარება იქნება უახლოეს დღეებში ყველა პენსიონერისთვის. 760 ათასი პენსიონერი გვყავს ჩვენ ქვეყანაში, ანუ 76 მილიონი დასჭირდება ამ პროგრამის შესრულებას. თუ ხელისუფლება შეამცირებს არასაჭირო ადმინისტრაციულ ხარჯებს, აუცილებლად და მარტივად ამ თანხის გამოძებნა”, — განაცხადა სამადაშვილმა.