ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა დასრულდა

გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიულები,  შეიცვალა განათების სისტემა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები.