სუს-თან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ჟურნალისტის მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. უკვე მეორე დღეა ისინი აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებას აპროტესტებენ და სუს-ისგან განმარტებებს ითხოვენ.

აფგან მუხთარლის გუშინ ბაქოს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით მიმდინარე გამოძიებას კიდევ ერთი – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა დაემატა.