დუბაიში რობოტი პოლიციელი გამოჩნდა

დუბაიში პოსტზე  საპატრულოდ რობოტი პოლიციელი გაუშვეს.  რობოტი თანამშრომელი 6 ენას ფლობს და ტურისტულ ზონაში პატრულირებს. უჩვეულო სამართალდამცველი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ჯარიმის გამოწერასთან ერთად  მას შეუძლია გარშემომყოფებს ფოტოები გადაუღოს და განყოფილებას გადაუგზავნოს. რობოტი ქალაქში ბორბლებით გადაადგილდება და ნავიგატორის საშუალებით ადგენს მიმართულებას. ქუჩაში გამვლელები უნიკალურ გამოგონებასთან ფოტოებს იღებენ.  როგორც დუბაიში აცხადებენ, 2030 წლისთვის პოლიციელების მეოთხედს სწორედ ასეთი რობოტი მანქანები ჩაანაცვლებენ.