ირლანდიის მომავალი პრემიერ-მინისტრი გეი იქნება

ირლანდიის მომავალი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავრობის პირველი მეთაური იქნება, რომელიც ღიად აფიქსირებს თავის სექსუალურ ორიენტაციას.  ინდური წარმოშობის 38 წლის პოლიტიკოსი ქვეყნის ერთ-ერთი სოლიდური პარტიის ლიდერად აირჩიეს. ის ქვეყნის ისტორიაში   ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება. ლეო ვალადკარის მშობლები გასული საუკუნის 70-იან წლებში ირლანდიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რადგან  იმდროინდელ ევროპაში ირლანდია ყველაზე კონსერვატიულ ქვეყნად ითვლებოდა.  2015 წელს, როდესაც ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა ჯერ კიდევ მაშინ  აღიარა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია. თუმცა მანამდე ცოტა ხნით ადრე ნატოს სამიტზე გადაღებული ფოტოების გამო თეთრმა სახლმა მას ჰომოფობი უწოდა.