დეპუტატი ქვეწარმავლებს ქუთაისის მერს უგზავნის

დავით ცხვარაძე

„ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობამ, ის ქვეწარმავლები ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას უნდა მიუყვანონ კაბინეტში“ – წერს სოციალურ ქსელში ბუხაიძის ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე.

შეგახსენებთ: ჩვენ გამოვაქვეყნეთ მასალა აღნიშნული ქუჩის შესახებ, სადაც ვწერდით რომ სადარბაზოში მოსახლეობას ქვეწარმავლები შეესია და ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%a3%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99/

ქათამაძემ ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალას გამოხმაურება მოაყოლა და ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას არაკომპეტენტური უწოდა.

გთავაზობთ კომენტარს, რომელიც დეპუტატმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  გაავრცელა.

„ იქნებ მაშინ მაინც იგრძნოს პასუხისმგებლობა, იმ უღირსი საქციელის გამო, რითაც დააზარალა ამ უბნის მოსახლეობა… მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი , ჩემს ამომრჩეველთან, პირნათელი ვარ და არც დასამალი მაქვს რამე… 3 წელი ვდაობდი ქუთაისის საკრებულოში მდინარე ოღასკურას რეაბილიტაცია რომ მომხდარიყო, შევაგროვე ხელმოწერები, საექსპერტო დასკვნები და დიდი ბრძოლისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჩხუბის (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნლობით) შემდეგ გაკეთდა მდინარე ორასკურას რეაბილიტაციის პროექტი 2 100 000 ლარის ღირებულების, რომელიც ითვალსიწინებდა როგორც გაწმენდას, ისე მდინარის კალაპოტის გაკეთებას და მასზე მოაჯირების განთავსებასაც კი… ამის მერე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პროქტი გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს და 2016 წლის აგვისტოში უნდა გასულიყო მთავრობის სხდომაზე დასაფინანსებლად… ორჯერ გადაიდო მთავრობის სხდომაზე გატანა, მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტროში ანალოგიური კამათის გადატანამ მომიწია, რაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში… ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პირდაპირ მითხრა, რომ “ქალაქის მერს , შოთა მუღღულიას, დავეკითხეთ და გვითხრა, რომ ამ მდინარის კალაპოტის გაკეთება საჭიროებას არ წარმოადგენსო”… დიდი კამათის შემდეგ, შემპირდნენ რომ გავიდოდა მომდევნო მთავრომის სხდომაზე, რაშიდაც დამეთანხმება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან კარგი თანამშრომელი ვასილ კაპანაძე, ვინაიდან მე მაგ პერიოდში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი , იმის გამო რომ ხმები არ მიმეღო, ეს საკითხი დაბლოკა შოთა მურღულიამ…

არჩევნების შემდეგ დანიშნა ახალი მინისტრი ბატონი ალავიძე, რომელსაც პირადად შევხვდი და მითხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა და აუცილებლად აღადგენდა სამართლიანობას, მაგრამ როგორ კონტროლზეც აიყვანა ეს საქმე კარგად სჩანს… ასე, რომ მოსახლეობას თუ მართლა იმის გარკვა უნდა ვინ არის ამ პრობლების მოუგვარებლობაში დამნაშავე, ვეტყვი, რომ ქ. ქუთაისის მერი შორა მურღულიაა, რომელსაც თვეში 3 000 000 ლარს უხდიან ზუსტად ის ხალხი ვისაც ასე მოექცა და მე, ნატო ქათამაძე, 3 წელია საკრებულოს წევრი ვარ, უხელფასოდ ვემსახურები ჩემს ამომრჩეველს, 3 თეთრი არ მიმიღია იმ საქმის კეთებაში, რაშიც მთელ სულსა და გულს ვდებ“ –  წერს ნატო ქათამაძე.

მოსახლეობა კი ისევ დახმარების მოლოდინშია…