უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ტექნო პარკში,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის’’ დახურვის ცერემონიადა  უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader’’-ის პრეზენტაციაგაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილიიყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.

პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანიაLemondo, საქართველოსინოვაციებისადატექნოლოგიებისსააგენტო.

ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩკაშვილი,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo“-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორირევაზ მაისურაძედა უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიდაესწრნენ.