ვურჩევ ხელისუფლებას არ გაიმეოროს წინამორბედთა შეცდომები, არ დაშორდეს ხალხს!..

“მე არავის ვებრძვი, მაგრამ ქართულ მიწასაც არავის გავაყიდვინებ!”

სააგენტოზე გამოქვეყნებულმა მასალებმა, რომელშიც ირაკლი შიხიაშვილი “მოშავის” პროექტზე საუბრობდა

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%94/

საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კი კულუარებში იმასაც ამბობს, „შიხიაშვილის ისევ გააქტიურება კარზე მომდგარ თვითმმართველობის არცევნებს უკავშირდებაო“.

ამ და სხვა კითხვებით ჩვენ თავად ირაკლი შიხიაშვილს დავუკავშირდით.

-თქვენმა მასალებმა და პროექტმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც წინა საუბრისას თქვით, „მოშავის“ პროექტის შესახებ იცის მთავრობამ, თუ ეს პროექტი მართლაც კარგია და საქართველოს მომავალს წაადგება, რატომ არ გისმენთ მთავრობა, რატომ არ ინტერესდება ამ პროექტით, მითუმეტეს რომ საქმის კურსშია?

-უკეთესი და უფრო სწორი იქნება თუ ასე დავსვამთ კითხვას – რატომ არ თანხმდება მავრობა ამ პროექტს? როცა ამ წამოწყებას განვიხილავდით ირაკლი ღარიბაშვილის დროს, ეკონომიკურ საბჭოზე ღია, რაიმე წინააღმდეგობა არავის გამოუხატავს. მეტსაც გეტყვით, მახსოვს ნოდარ ჯავახიშვილის წამოძახილი, ეს ქვეყნისთვის წაუგებელი ვარიანტიაო. ეს იყო 2015 წლის 7 ოქტომბერი. კულისებს მიღმა ვინ რას ფიქრობდა ზუსტად არ ვიცი. მე არ მომისმენია, როგორც მთავრობის ყოფილ წევრს, რომ ეს პროექტი ვინმესთვის მთავრობაში მიუღებელი ყოფილიყოს ან რომელიმე გუბერნატორისთვის. ვფიქრობდი, ჩემი გადადგომით, თუ მე ვინმესთვის მიუღებელი პერსონა ვიყავი, ეს საქმე გაგრძელდებოდა. ერთადერთი, რაც მოვისმინე შესაძლო წინაღობად შეიძლება ყოფილიყო, ჯერ-ჯერობით უსახსრობა. ასევე შედგა ინტენსიური განხილვები სოფლის მეურნების და ეკონომიკის სამინისტროებთან, იყო კითხვები და გაეცა წერილობითი პასუხები. ვეტერანთა სამსახურიდან , ჩემი წასვლის შემდეგ, მე პრემიერსაც დავუფიქსირე, რომ ეს საერთო საქმეზე გავლენას არ მოახდენდა და ებრაული მხარე სრულ მზადყოფნას აცხადებდა ამ პროექტის განხორციელებისთვის. სამწუხაროდ რამოდენიმე თვეში მე დავინახე, რომ დაიწყო ინტენსიური მარგინალიზაცა არა მარტო ჩემი, არამედ ამ წამოწყებისაც და სხვა პროქტებისაც, თითქოს ეს უტპია იყო, თთქოს მე მხოლოდ ჩემი პირადი ანგარება მამოძრავებდა, თითქოს მე სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესებს ვემსახურებოდი და ასე შემდეგ… მე საერთოდ გავერიდე ყველა პროცესს, წავედი ამერიკაში და დავაფუძნე “ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი” ჩემს ამერიკელ მეგობრებან ერთად. თან განვაცხადე ჩემი მოქმედების მიზანი-მეტი მეგობარი საქართველოს. თუმცა არ შევშვებივარ ” მოშავის” პროექტს და სულ მქონდა (და მაქვს) იმედი, რომ ხელისუფლება ამ პროექტს დაძრავდა.აქვე მინდა ვუთხრა საზოგადოებას –   მე არასდროს ჩასაფრებულის პოზიციიდან არ მიმოქმედია და არ ვმოქმედებ ხელისუფლებისთვის ( ნებისმიერმა ნახოს ნებისმიერი ჩემი განცხადება 2 წლის განმავლობაში). პირიქით ვფიქრობდი, რომ ხელისუფლებას ძალიან სჭირდება ჩვენი, საზოგადოების მხარდაჭერა წარმატებული საქმიანობისთვის, ეს ხომ თითოეული ჩვენთაგანის წარმატება იქნებოდა, მაგრამ ვატყობდი სიტუაციას გარკვეულ ინდეფერენტულობას, ამიტომაც გადავწყვიტე კენჭისყრა პარლამენტში დამოუკიდებელ მაჟორიტარად, რათა გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის ტრიბუნა გამომეყენებინა ორი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად ( ასაჩქარებლად) ეგრეთ წოდებული ” ხრუშოვკების” თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და მიმაჩნია თბილისისთვის და საზღვრისპირა (და არამარტო საზღვრისპირა) რეგიონებში “მოშავის” პროექტის დაწყება.

-თქვენ თქვით, რომ უკან არაფერე დაიხევთ და ამ პროექტს მაინც განახორციელებთ. რას აპირებთ? როგორ გააღვიძებთ ხელისუფლებას?

-მე არჩევნებში “დავმარცხდი”. მე არც მაშინ არანაირი აუგი არ მითქვამს ხელისუფლებაზე, პირიქით, მხარი დავუჭირე მეორე ტურში ( ნახეთ ჩემი განცხადებები ჩემს ფეისბუქზეც). ისევ წავედი ამერიკაში დაწყებული საქმის გასაგრძელებლად და როცა დავბრუნდი, ვნახე, იმის მაგივრად რომ ეს პროექტები დაეწყოთ, ჩემზე რაღაც ბინძური ბრალდებები ითითხნებოდა. მაშინაც მოკლე განცხადებით შემოვიფარგლე. ვთხოვე სამართალდამცველებს სიტუაციაში გარკვევა და კვლავ წავედი ამერიკაში, მაგრამ როდესაც მიწების გაყიდვის თემას, როგორც ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათო პროცესს, ხელისუფლება ყოყმანით შეხვდა, მე გაჩუმება აღარ შემეძლო. იმის მაგივრად, რომ საკუთარი მოსახლეობის წელში გამართვაზე ვიზრუნოთ, საკუთარ მიწაზე მოყვანილი დოვლათით, ამისათვის მივცეთ ცოდნა გამოცდილება იმ ხალხის და ქვეყნის, ვინც ჩვენსავე რთულ სიტუაციაში მყოფმა, წარმატებით გაართვა თავი, კვლავ მიწების გაყიდვაზე ვფიქრობთ?!

ამიტომაც ვთქვი, სანამ ჩამოვალ კონკრეტულ პირებს არ დავასახელებ, ვინც მიმაჩნია, რომ ამ წამოწყებას ხელს უშლის. მე არ ვარ ხელისუფლების მტერი. (ყველა ამბოხი საბოოლოოდ ხალხს, ქვეყანას აზიანებს) უბრალოდ მე მინდა, რომ ყველასთვის საშვილიშვილო წამოწყება დავხვეწოთ და განვახორციელოთ!

მას მერე, რაც ისევ გააქტიურდით, კულუარებში ალაპარაკდნენ რომ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ემზადებით, იმასაც ამბობენ, მერობას უმიზნებსო, მართალია?

– არანაირ თანამდებობისთვის ადგილობრივ არჩევნებში, მითუმეტეს თბილისის მერის კანდიდატურაზე, კენჭისყრას, სიზმარშიც არ ვფიქრობ (იცინის) , მაგრამ ვინც ეს ჭორი დააგდო, მისი მიზანია რამოდენიმე კურდღლის დაჭერა. რომ მე დამაპირისპიროს მერობის პოტენციურ კანდიდატეპთან, საზოგადოებაში გააჩინოს განცდა, თითქოს მიწების არ გაყიდვის მოთხოვნას იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ საზოგადოებაში მეტი მხარდაჭერა მივიღო არჩევნებში.

კატევორიულად ვაცხადებ! მე არანაირ არჩევნებში კენჭისყრას ამ ეტაპზე არ ვფიქრობ! არასდროს არ შევეგუები მიწების გაყიდვას! თუ ვინმეს არ სჯერა, რომ ქვეყნის და ერის მომავლის წინაშე, ეს დანაშაულებრივი ქმედება(მიწების გაყიდვას ვგულისხმობ) შეუქცევადია, გავახსენებ, ბევრს, მათ შორის ზოგიერთ ჩემს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმს თბილისში დავამთავრებდი, მაგრამ მე და ჩემმა მეგობრებმა ის დავასრულეთ,  ვურჩევ ხელისუფლებას არ გაიმეოროს წინამორბედთა შეცდომები. არ დაშორდეს ხალხს, მის ნებას. შეეშვას გამუდმებით მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმზე საუბარს. რეალურად დაწყოს ქვეყნისთვის საჭირო კონკრეტული პროექტების განხორციელება, რითაც აღიდგენს ნდობას და ავტორიტეტს, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში საკმაოდ შეელახა.”

მე არავის ვებრძვი, ოღონდ მიწებს გაყიდვა აიკრძალოს და საქართველოს მოსახლეობას მიეცეს ცოდნა და საშუალება საკუთარ მიწაზე შრომით გამდიდრდეს!