სიახლე ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სიახლეა-საგანმანათლებლო პროგრამა  “თეოლოგია” უნივერსიტეტში უკვე დღეიდან დაინერგება. ინფორმაციას პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.

-„ვულოცავ სრულიად საქართველოს !!! დღეიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამოქმედდა სამსაფეხურიანი (ბაკალავრიატი,მაგისტრატურა,დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამა – “თეოლოგია”.

მეამაყება, რომ ეს დიდებული საქმე უფალმა ჩემი ხელით განახორციელა და ჩემზე მის ხელმძღვანელად ყოფნის წყალობა გაიღო ამ გაგანია ზაფხულში კიდევ სამ უნივერსიტეტში ანალოგიური გამარჯვებისათვის მიწევს თავაწყვეტილი ბრძოლა. იმედი მაქვს კიდევ სამგზის გამარჯვების და თუ ყველაფერი ეს საშინელება გადავიტანე და უფალმა გამაძლებინა,მარად ახალგაზრდების სამსახურში ვრჩები!“-წერს პავლიაშვილი.

165020_515116671862411_1772021404_n

კომენტარის დატოვება