აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

აჭარის საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

31 წლის ლევან მაისურაძე თბილისში დაიბადა. ის დღემდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.