“ნებისმიერი ინსინუაცია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, საფუძველს მოკლებულია”

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება ორ სუბიექტს – პარლამენტის ხელმძღვანელობას და პრეზიდენტს ჰქონდათ, თუმცა საპირისპიროს აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

მისი თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა პრეზიდენტს მიღებული არ აქვს და ამ თემაზე ნებისმიერი ინსინუაციები არასწორია.

“მერჩივნა, პირდაპირ მესაუბრა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შინაარსზე და სამწუხარო ვალდებულება არ მქონოდა, რომ  პარლამენტის თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებაზე  მიმეთითებინა. პრეზიდენტს ეს დოკუმენტი მიღებული არ აქვს. ნებისმიერი ინსინუაცია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ახსენა, საფუძველს მოკლებულია. არ მინდა,  ვინმემ  თავი იგრძნოს,  როგორც  აგათა კრისტის -“მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში”, სადაც ვიღაცა მოკვდა და ყველანი დავდივართ და ვეძებთ, ვინ არის მკვლელი”,  – განაცხადა ანა დოლიძემ.