მეჭიაური: ამ ახალგაზრდების სისხლი მიხეილ სააკაშვილის კისერზეა!

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა  მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგო პატივი აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ სრულად აკონტროლებდა ცხინვალიდან დაწყებული ყველა დასახლებულ პუნქტს და რამდენიმე ხანში უკვე მთლიანად ცხინვალის რეგიონს გაათავისუფლებდა. ეს რიტორიკა ყველას გვახსოვს. კი ბატონო, რუსეთი აგრესორია და გამოიყენა მშვენივრად ეს სიტუაცია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება ის, რომ დიდწილად ამ ახალგაზრდების სისხლი მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც. ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ჩვენ უნდა გვეყოს ტვინი, რომ სხვისი ზრახვების განხორციელების საშუალებად არ გადავიქცეთ“ – განაცხადა მეჭიაურმა.

კომენტარის დატოვება