იზორია: დისკუსიისთვის ნამდვილად არ მცალია, ისედაც ბევრი საქმე და პრობლემებიც დამხვდა უწყებაში!

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ყოფილ მინისტრს და „რესპუბლიკელებს“ ე.წ ოდეერების ინსტიტუტთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ  თინა ხიდაშელი ამ თემაზე მხოლოდ თანამდებობის დატოვების შემდეგ ალაპარაკდა. აქვე ახალი მინისტრი უწყებაში დახვედრილ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ბევრი საქმის გამო დისკუსიისთვის არ სცალია.

“ყველგან აპრობირებულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სადაც არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სადაც არის უსაფრთხოების თემები, საიდუმლოებასთან დაკავშირებული თემები, ყავდეს წარმომადგენელი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს წარმომადგენლობა დამოკიდებულია მათ ნებაზე, სწორედ ეს ჩაიწერა კანონში მათ შორის რესპუბლიკური პარტიის აქტიური მონაწილეობით, ჩვენ ცალკე შეხვედრაც კი გვქონდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან. დისკუსიისთვის ნამდვილად არ მცალია, ისედაც ძალიან ბევრი საქმე და პრობლემებიც დამხვდა უწყებაში“ – განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება საკითხს, დარჩება თუ არა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე თანამდებობაზე, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება მინისტრის მხრიდან, თავად კაპანაძე აცხადებს, რომ ის მზად არის მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებული თანამდებობა უპრობლემოდ დატოვოს.

“მითხრას და მე თვითონ გადავდგები. ამის პრობლემა, გარწმუნებთ არ გამაჩნია. რამდენი ხნით ინიშნება გენერალური შტაბის უფროსი, კანონმდებლობაში არსად დაფიქსირებული არ არის. არსებობს ირაკლი ალასანიას ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გენერალური შტაბის უფრო ძირითადად ინიშნება სამი პლუს ერთი ვადით. კაპანაზის დანიშვნიდან სამი წელი 2016 წლის ბოლოს იწურება“- განაცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებთან.

 

კომენტარის დატოვება