საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

“ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე, ამიტომ ვზღუდავთ ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით მგზავრების გადაყვანას.”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ტრანსპორტზე შეზღუდვები დღის ბოლოს ამოქმედდება.