ახალი ტესტები დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ორ დღეში დაიწყება მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება, რაც დაეხმარება ჩვენს ექიმებსა და ეპიდემიოლოგებს , დროულად აღმოაჩინონ  საშიში ინფექცია.

დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ინფექციას ავლენს  დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან, ან დაავადების მე-8 დღიდან. ის ტესტები კი, რომელიც საქართველოში ხვალიდან შემოვა, მოახდენს დაავადების გამოვლენას პირველივე დღიდან.  ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი და ამიტომ  ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით მოხდა ტესტების შერჩევა. ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი გამოვლენისთანავე” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.