არ არის გამორიცხული, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან – თამარ გაბუნია

საქართველოში ე.წ. ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი 10-20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ე.წ. ინდური შტამის, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების შესახებ ადრეც გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განცხადება. ბოლო პერიოდში, კიდევ 7 შემთხვევა დადასტურდა, რაც მიუთითებს იმას, რომ შტამი ქვეყანაში ცირკულირებს. შეფასებითი მაჩვენებლით აღნიშნული შტამის შესაძლო გავრცელება, დაახლოებით, 10-დან 20%-მდეა. ისიც არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევების სწრაფი გავრცელება და შედარებით მძიმე მიმდინარეობა, რაც გაზრდილ სიკვდილობას უკავშირდება, კავშირში იყოს „დელტა“ შტამის გავრცელებასთან“, – განაცხადა გაბუნიამ.