მარნეულელი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია

 

 

თბილისის  პირველ  საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან გადმოყვანილი ინფიცირებული ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან მას გარდა პნევმონიისა, აღენიშნება  თანმდევი დაავადებები, დიაბეტი,  გულსისხლძაღვთა პათოლოგიები.

როგორც კლინიკის დირექტორმა აღნიშნა, პაციენტი მარნეულის ადგილობრივ კლინიკაში 18 მარტს როდესაც  შეიყვანეს, მაშინვე დაუდგინდა მძიმე პნევმონია და შემდეგ თანდათან მისი მდგომარეობა დამძიმდა.

”ეჭვი იქნა მიტანილი კორონავირუსის  არსებობაზე, რაც დადასტურდა კიდეც. ქალბატონი აპარატზეა გადაყვანილი. ამ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა ტესტირება.” – განაცხადა რატიანმა.