ბიძინა კულუმბეგოვმა  საქართველოში მესამე ტალღის დაწყების დრო და მასშტაბი დაასახელა

“მესამე ტალღა და ციფრების მატება იქნება” – ამის შესახებ  იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მესამე ტალღის გავრცელება საქართველოში თბილ პერიოდს ემთხვევა, რაც დაიმაიმედებელია.

“ვირუსს აქვს ძალიან მაღალი გავრცელების, რეპროდუქციული მაჩვენებელი. ამ რეპორდუქციული მაჩვენებლის 1%-ის ქვემოთ შენარჩუნებას, ანუ პანდემიის სტაბილურობას უზრუნველყოფს 1 – მობილობის შემცირება და 2 – პირბადის ტარება.

მესამე გავლენის მომხდენი არის ვაქცინაცია, რაც ჩვენ დროის მოკლე პერიოდში ვერ წამოგვეხმარება, რადგან ამ შემთხვევაში უკვე დიდი პოპულაცია უნდა იყოს აცრილი.

ანუ ჩვენ რეალურად ვრჩებით, რეგულაციებვის მართვის იმედზე. აღსრულების მხრივ უნდა იყოს სიმკაცრე, რადგან ჩვენ არ უნდა მივცეთ მოქალაქეებს და ბიზნესს მოდუნების საშუალება. თავად ბიზნესმაც არ უნდა მისცეს საკუთარ თავს მოდუნების საშუალება.

ერთადერთი დაიმაიმედებელი არის ის, რომ შესაძლო მესამე ტალღა თბილ პერიოდს დაემთხვევა – გაზაფხულის ბოლო და ზაფხულისკენ. ამ პერიოდში ადამიანების დიდი ნაწილი ქუჩაში ატარებს დროს, ისედაც ბუნებრივი ვენტილაცია გაძლიერებულია, მჭიდრო კონტაქტი ნაკლებია და შესაბამისად, ეს [მესამე ტალღა] ისეთივე მასშტაბური არ იქნება, როგორიც იყო შემოდგომით. იქნება ახალი ტალღა, მაგრამ ეს არ იქნება ცუნამისებური, როგორიც ჩვენ უკვე გადავიტანეთ”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.