გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა უკვე დაწყებულია – „უკვე დიდ მიწისძვრას ჩვენ დავინახავთ რამდენიმე კვირაში”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა უკვე დაწყებულია

მისი თქმით, ახლა ამისი მანიშნებელი პატარ-პატარა ბიძგებია,  ხოლო “უკვე დიდ მიწისძვრას ჩვენ დავინახავთ რამდენიმე კვირაში”.

“როდესაც ვულკანი აფეთქდება, არავინ არ იცის, როდის იქნება დიდი მიწისძვრა, მაგრამ ერთი რამე ვიცით, როცა არის პატარ-პატარა ბიძგები, ეს პატარა ბიძგები არის საწინდარი იმისა, რომ დიდი ვულკანი აფეთქდება, ეს ვიცით ჩვენ. ზუსტად ეს პატარ-პატარა მიწისძვრები უკვე დაიწყო საქართველოში. ვინც არის სპეციალისტი, მიხვდებიან, რასაც ვამბობ,” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.